Tuesday, October 14, 2008

მოგზაურობა კოსმოსში


1. პროექტის სახელი: მოგზაურობა კოსმოსში
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ, იკვლევენ და ცვლიან ინფორმაციას კოსმოსის, მზი სისტემის შესახებ,მათ შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები, დახატონ ნახატები, შეთხზან პატარა თხზულებები ან ზღაპრები.მოიძიებენ ფოტოსურათებს მოპოვებული მასალების საფუძველზე შექმნიან ბლოგებს და გამოაქვეყნებენ.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები ეძებენ ინფორმაციებს, აწყობენ დისკუსიებს, მარტივად ახასიათებენ მზის სისტემას,(მზეს, მთვარეს, პლანეტებს, ვარსკვლავებს და ა.შ. შეიძლება მათი შემკობა ეპითეტებით სახელის ასოების მიხედვით) მოიპოვებენ და მოისმენენ საინტერესო ინფორმაციებს. წაიკითხავენ ზღაპრებსა თუ მოთხრობებს შესაბამის თემაზე, შექმნიან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებებს და ალბომებს, დახატავენ ნახატებს, მოაწყობენ გამოფენებს.
4. მოსწავლეთა ასაკი: 8-14
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1-2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურისა, ინფორმაციის და სურათების მოპოვება ინტერნეტის საშუალებით, ტექსტების კითხვა და წერა, თხზულებების შედგენა,ჯგუფური მუშაობა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ნახატები, ალბომები, აპლიკაციები, პატარა მოთხრობები, ბლოგი მასალების მიხედვით.
8. სარგებელი სხვებისთვის: წაიკითხავენ საინტერესო ინფორმაციებს, გაიგებენ უფრო მეტს კოსმოსის შესახებ, გაეცნობიან თავიანთი თანატოლების შემოქმედებას.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული: ისმენს სხვადასხვა სახის ტექსტს , იგებს და გადმოსცემს მათ შინაარსს(ქართ.III.2), მოსწავლე თხზავს და აფორმებს სხვადასხვა მიზნობრივ ტექსტს(ქართ.III.8),ტექსტის შექმნისას იყენებს ძირითად გრამატიკულ ნიშნებს(ქართ.III.10), დამოუკიდებლად წერს მცირე ზომის ტექსტს და გასაგებად აყალიბებს აზრს(ქართ.III.9)
ბუნება: მარტივად აღწერს მზის სისტემას(ბუნ.III.8)განუვითარდეს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც საშუალებას მისცემს შეიცნოს სამყარო.შეაგროვებს მონაცემებს დაკვირვებით და საინფორმაციო წყაროების საშუალებით.
ხელოვნება: მიმართავს სხვადასხვა საშუალებებსნამუშევრის შექმნისას, აკვირდება და შთაბეჭ დილებებს ასახავს ნამუშევრებში(ს.გ.III.2,3), მუშაობს ინდივიდუალურადდა სხვებთან ერთად.(ს.გ.III.6)
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: დალი კალანდაძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: dalika@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea1cec3
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://kosmosshi.blogspot.com/
BubbleShare: Share photos - Craft Ideas

7 comments:

Inga said...

დალი, ყოჩაღ, ძალიან კარგი ნამუშევარია, დასაწყისისათვის კარგია.
გისურვებ წარმატებებს.
ინგა,GEARN ტრენერი

თინიკო said...

ძალიან კარგი თემაა კოსმოსი. ბავშვები ნამდვილად დაინტერესდებიან. დალი, გისურვებ წარმატებებს.
თინიკო თაბაგარი
52-ე სკოლა

ელენე ფირცხალავა said...

mivesalmebi am saocar temas, vfiqrob amas siamovnebit aitaceben bavshvebi. vwuxvar,rom patara ar var!
warmatebebs gisurveb!
elene
52-e skola

დალიკა said...

მოგესალმებით!
სასიამოვნოა, როცა მოსწონთ შენი ნამუშევარი.კეთილი სურვილებისთვის მადლობას გიხდით.
ყველა თქვენგანს ვუსურვებ წარმატებებს!!!!

Inga said...

როდის იწყებთ პროექტის რეალურად განხორციელებას სკოლაში და რა ასასკის ბავშვებთან აპირებთ მუშაობას
ინგა

დალიკა said...

პროექტის განხორციელებას მალე დავიწყებ. გავაკეთებ მესამეკლასელებთან, რადგან ეს თემა მათ პროგრამასაც შეესაბამება, უფრო საინტერესოდ გაეცნობიან და ჩაუღრმავდებიან. ვფიქრობ დაინტერესდებიან და ენთუზიაზმით მოკიდებენ საქმეს ხელს

Inga said...

ძალიან კარგი! მიხარია თქვენი აქტიურობა. დიდი ინტერესით გავეცნობი პროექტის განხორციელების ყველა ეტაპს.
პატივისცემით ინგა